პორტუგალიაში 1-ელი ოქტომბრიდან ყველა კორონავირუსული შეზღუდვა უქმდება

პორტუგალიაში 1-ელი ოქტომბრიდან თითქმის ყველა კორონავირუსული შეზღუდვა მოიხსნება. კერძოდ, ქვეყანაში ნებადართული იქნება რესტორნებსა და სხვა მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება ე.წ.კოვიდპასპორტის წარდგენის გარეშე.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.

ასევე, სერტიფიკატები აღარ იქნება საჭირო სასტუმროებსა და სპორტდარბაზებში ჯგუფური ვარშიჯების დროსაც.

ბარები და კლუბები 1-ელი ოქტომბრიდან სტუმრებს მიიღებენ ციფრული სერტიფიკატის ან COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის წარდგენის პირობოთ, ხოლო რესტორნებს აღარ ექნებათ მაგიდასთან მყოფი ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობაზე ლიმიტი.

ამასთანავე, სერტიფიკატი სავალდებულო დარჩება საჰაერო ან საზღვაო მოგზაურობის დროს, მეძუძურ სახლებში ან საავადმყოფოებში ვიზიტებისას და მასობრივი კულტურული, სპორტული თუ გასართობი ღონისძიებების დროს.

რაც შეეხება ნიღბების გამოყენებას, მათი ტარება სავალდებულო დარჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საავადმყოფოებში, დიდ კომერციულ სივრცეებში, ასევე, საკონცერტო დარბაზებში ან ისეთ ღონისძიებებზე, სადაც ადამიანებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

პირბადის ტარება აღარ იქნება სავალდებულო ღია სივრცეში, სკოლებსა და საბავშვო მოედნებზე.

პორტუგალიაში მოსახლეობის 83% სრულად არის ვაქცინირებული, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები