Moderna-ს დირექტორმა პანდემიის დასრულების ვადა დაასახელა

“ვაქცინების მზარდი წარმოების გათვალისწინებით, COVID-19-ის პანდემია შესაძლოა, 2022 წლის შემოდგომაზე დასრულდეს”, – განაცხადა ფარმაცევტული კომპანიის – Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა.

როგორც ბანსელმა Neue Zürcher Zeitung-თან საუბარში თქვა, “თუ თქვენ შეხედავთ წარმოების შესაძლებლობების გაფართოებას მთელს ინდუსტრიაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, მომავალი წლის შუა რიცხვებში უნდა იყოს საკმარისი დოზები, რომ პლანეტაზე ყველას შეეძლოს აცრა.”

მან ასევე დასძინა, ისინი, ვინც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე, ვირუსით დაინფიცირდებიან, ვინაიდან მსოფლიოში დომინანტური “დელტა” შტამი საკმაოდ გადამდებია.

კითხვაზე, იქნება თუ არა შესაძლებელი 2022 წლის მეორე ნახევარში ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება, ბანსელმა თქვა, რომ ეს ერთ წელიწადში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები