ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.

“ასე გაიქცევი, შე უნამუსო. საუბრობენ, თითქოს, ჩვენ ვაწყობთ პროვოკაციას, თითქოს, ჩვენ დავჭერით ადამიანი ხანჯლებითა და დანებით. თითქოს, ჩვენ გავუსწორდით ადამიანს რუსთავში. ეს ადამიანი არ იმსახურებს, რომ მას მიეცეს ტყუილის ტირაჟირების საშუალება”, – მიმართა მელიამ კობახიძეს.

საპასუხოდ, კობახიძემ განაცხადა: “ეს არის პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო კაცი”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები