ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციას სტრასბურგში გადაადგილების უფლება შეუზღუდეს

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სტრასბურგში მყოფ, რუსულ დელეგაციას ქალაქში გადაადგილების უფლება შეუზღუდეს. როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, ვლადიმირ კრუგლიმ თქვა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ევროკავშირი რუსულ ვაქცინას “სპუტნიკს” არ აღიარებს.

”ჩვენი დელეგაცია გააფრთხილეს, რომ ჩვენ ”წითელი ზონიდან” ჩამოვედით და რადგან ჩვენ არ ვართ აცრილები, შეგვიძლია მხოლოდ სასტუმროდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენობამდე გადაადგილება,” – თქვა კრუგლიმ.

მისივე თქმით, თურქული დელეგაციის წევრებს, რომლებიც ასევე “წითელი ზონიდან” არიან, მაგრამ Pfizer-ით არიან აცრილნი, მსგავსი შეზღუდვები არ დაუწესეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები