მედეა ჯანიაშვილი: თაღლითური ქმედებები აზიანებს საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს- მისასალმებელია შსს-ს მიერ ასეთი ფაქტების ოპერატიულად გამოვლენა და აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება.
მისი თქმით, მსგავსი თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე.
“მსგავსი თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე. ამდენად, მნიშვნელოვანია და რათქმაუნდა ძალზედ მისასალმებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ასეთი ფაქტების ოპერატიულად გამოვლენა და აღკვეთა”, – აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გამოავლინეს და ბრალდებული პირი დააკავეს.