ელისო ბოლქვაძე საფანგეთის გამომცემელთა ნაციონალური სინდიკატის (SNE) გენერალურ დირექტორს, პიერ დუტიოს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე, პარიზში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის გამომცემელთა ნაციონალური სანდიკატის (SNE) გენერალურ დირექტორს, პიერ დუტიოს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საფრანგეთსა და ფრანკოფონიის ქვეყნებში ქართული მწერლობის ცნობადობის ამაღლების შესახებ იმსჯელეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მომავალში ისეთ ცნობილ გამომცემლობებთან ვითანამშრომლებთ, როგორიცაა „გალიმა”, „ფლამაღიონ” „ალბა მიშელ” და „რობერტ ლაფონი”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.