რუსთავის ცენტრალურ პარკში, კალათბურთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

რუსთავის ცენტრალურ პარკში, კალათბურთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი – ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – პაატა გურასპაული, სპორტსმენები, ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებმა ოთარ ხმელიძეს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
,,როდესაც ვსაუბრობთ კალათბურთზე, რუსთავში კალათბურთი ასოცირდება ოთარ ხმელიძესთან. ის არის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი, რომელმაც რუსთავში შექმნა კალათბურთის სამყარო, ადამიანი – რომელმაც ბევრი თაობა აღზარდა, აღზარდა არა მხოლოდ კალათბურთელებად და სპორტსმენებად, არამედ კარგ ადამიანებად”, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
2002 წელს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ოთარ ხმელიძეს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა, ის რამდენჯერმე იყო ქართული „ოლსტარის“ გუნდის მწვრთნელი, დასახელებულია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად და მიღებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სიგელი, ხუან ანტონიო სამარანჩის ხელმოწერით. ოთარ ხმელიძე რუსთავის საპატიო მოქალაქეა, დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები