3 ნაფიცი მსაჯული, რომელიც თბილისიდან თელავში ყოფილი პოლიციელის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად მიემგზავრებოდა, ავარიაში მოჰყვა

3 ნაფიცი მსაჯული, რომელიც თბილისიდან თელავში ყოფილი პოლიციელის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად მიემგზავრებოდა, ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა გომბორის გზაზე მოხდა.

ამ დროის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, სასწრაფო დახმარების ჯგუფს ისინი უახლოეს საავადმყოფოში გადაჰყავს.

ჯერჯერობით, უცნობია, ამ მიზეზის გათვალისწინებით გადაიდება თუ არა პროცესი.

საქმე ეხება გასულ წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით მოკლა. საქმეს 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები