ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმის ქუჩები დაიტბორა

ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. გარკვეულ მონაკვეთებზე გავლა შეუძლებელია როგორც მანქანით, ასევე, ფეხით. დატბორილია სახლების პირველი სართულები და კომერციული ფართები. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა, ადგილობრივების თქმით, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

რთულია ვითარება ვეჯინის წყალზე, სადაც მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და სახლები დატბორა. დახოცილია შინაური ფრინველები. ადგილობრივები მომხდარს მოუწესრიგებელ ან გასაწმენდ სანიაღვრე არხებს უკავშირებენ.

ათობით შეტყობინებაა შესული მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ცხელ ხაზებზე. ზარების სიმრავლის გამო, ქალაქში მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზაცია. ბათუმში ამ დრომდე წვიმს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები