ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სამუშაო სადილის ფორმატში გაიმართა.

შეხვედრისას, ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობასა და პოლონეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე ასოცირებული ტრიოს მხარდაჭერის კუთხით. აღინიშნა, რომ სამი ქვეყანა არის გამოკვეთილი პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით და მნიშვნელოვანია, მათი როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი აღმოსავლეთ პარტნიორობის უახლოეს სამიტზე, მათ შორის, უზრუნველყოფილი იყოს დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი – „მეტი მეტისთვის”.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ ამბიციური გეგმა, 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერილი იყოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან.
შეხვედრას საქართველოს დელეგაციიდან ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები