ირაკლი კობახიძე: მეგის ქარდავა დავალებებს ვისგანაც იღებდა, ყველამ კარგად იცის, ეს იყო სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა – მას აქვს უამრავი ინფორმაცია

“მეგის ქარდავა დავალებებს ვისგანაც იღებდა, ყველამ კარგად იცის, ეს იყო სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა და ა.შ. ბუნებრივია, მათ აქვთ სერიოზული საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული მათგანის დანაშაული შეიძლება, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქარდავას უამრავი ინფორმაცია აქვს.

„მას აქვს უამრავი ინფორმაცია. ბუნებრივია, ის თვითონ არ მოქმედებდა, ის იყო ერთი პატარა შემადგენელი ელემენტი იმ სისტემის, რომელიც გახსოვთ, რასაც ჩადიოდა ცხრა წლის განმავლობაში. ის არ იყო დავალებების გამცემი, ის იყო დავალებების შემსრულებელი. დავალებებს ვისგანაც იღებდა, ეს ყველამ კარგად იცის. ეს იყო სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა და ა.შ. ბუნებრივია, მათ აქვთ სერიოზული საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული მათგანის დანაშაული შეიძლება, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სექტემბერს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები