ირაკლი კობახიძე: პარლამენტის ამ „თავყრილობაში“ ადგილი არ არის მელიასთვის, რომელიც არის უინტელექტო, ხულიგანი და მეტი არაფერი

“ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის, რომელიც უინტელექტო ხულიგანი და მეტი არაფერია”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას.

„მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს, საქართველოს პარლამენტს როცა უწოდებ “ივანიშვილის თავყრილობას”, კონკრეტული პირის თავყრილობას, ეს თავისთავად მეტყველებს ამ კონკრეტული ადამიანების და პარტიების დამოკიდებულებაზე სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის, რომელიც არის უინტელექტო, ხულიგანი და მეტი არაფერი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარტიების ნაწილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მსჯელობს. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობას” – ნიკა მელიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები