მიხეილ სააკაშვილი: არ “გიტყდებათ”, რომ ვიღაც მოშე, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის – საგიჟეთი უნდა დამთავრდეს
“გამოფინეს ისევ პლაკატები, იქ მე ვარ ცენტრში, მაგრამ ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში არსებული ბანერებზე საუბრისას აცხადებს.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, საგიჟეთი უნდა დამთავრდეს.
“როგორ შევარჩიო სიტყვები, არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოაფინეს ისევ პლაკატები, იქ მე ვარ ცენტრში, მაგრამ ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლიტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის რომ ჩვეულებრივად დაგასიაფანტებთ. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ გიტყდებათ, პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. მაგრად ტეხავს უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა, ჩვენ და ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, ყველაფერს აქვს საზღვარი. წერტილი”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.