საბერძნეთში, ათენთან 30 კილომეტრის დაშორებით, საკურორტო ქალაქ ნეა მაკრის გარეუბანში ტყის ხანძარი გაჩნდა.
მოსახლეობის ან მეხანძრეების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილზე 110 მეხანძრე და სახანძრო მანქანებია მობილიზებული.
ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ორივე კერა – წმინდა ევფრაიმის მონასტრის მახლობლად და საცხოვრებელ უბნებთან ახლოს – თითქმის ერთდროულად გაჩნდა.