საქართველოში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 46 პაციენტი ემსხვერპლა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 598 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 565 773, გარდაიცვალა 8 621 პაციენტი