„ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ. ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პარტიის ლიდერებმა მეორე შეხვედრა ზუგდიდში გამართეს. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში მერობის კანდიდატებთან და შტაბის უფროსებთან მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იმსჯელეს.

დღეს შეხვედრა გაიმართა ქუთაისში. მომდევნო შეხვედრები ოზურგეთში, ბათუმსა და ამბროლაურში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები