ირაკლი კობახიძე: საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება

„ქართული ოცნების“თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში დიპლომატებს არ უსმენენ.

„საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება. მომავალში რას გამოაგდებს მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადაყენების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა აბსურდულია.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები