ირაკლი კობახიძე – „ხარი ხართან დააბი“ არის ის, რაც დაემართა გახარიას – თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მჭიდრო შეხება აქვს „კოკაინთან”

“გიორგი გახარიას ნარკოტიკებთან პრობლემები „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ გაუჩნდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მას ეს პრობლემა იმ პერიოდში არ ჰქონია. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. აქ შეგვიძლია, გავიხსენოთ მარტივი გამონათქვამი, “ხარი ხართან დააბი”. როდესაც ის თავისი საქმიანობით და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს არამარტო ნარკოტიკებთან, კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ მას გაუჩნდა ეს პრობლემა. კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. ხარი ხართან დააბი არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას. როდესაც ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები