ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე საპარლამენტო სხდომა ვერ შედგება

“ლელოს” ინიციატივას, რომელიც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში საგანგებო სხდომის მოწვევას გულისხმობს, მმართველ გუნდში უპასუხეს.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე საპარლამენტო სხდომა ვერ შედგება და რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე საუბარი სპეკულაციაა.

„ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე საპარლამენტო სხდომა ვერ შედგება, შესაბამისად, ეს არის ერთგვარი სპეკულაცია. რაც შეეხება არჩევნეების შემდგომ პერიოდს, რა თქმა უნდა, შედგება საპარლამენტო სხდომები, საპარლამენტო განხილვები, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გახსნილი, მაგრამ ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე შეუძლებელია, რაიმე საპარლამენტო შეკრება შედგეს, მათ შორის, იმის გამოც, რომ თითოეული დეპუტატი, როგორც მაჟორიტარი, ისე არამაჟორიტარი, არის ჩართული საარჩევნო აგიტაციაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამ დროისთვის, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევაზე. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ამ თემაზე ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგის დროს უკვე გააკეთა განცხადება, რომელიც ნიშნავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები