ცესკო ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების კანონიერებას 10 დღის ვადაში შეისწავლის

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ბანერებზე მოკვლევა დაიწყო.

ცესკო-ს საჩივრით “სამართლიანმა არჩევნებმა” და ელენე ხოშტარიამ მიმართეს.

მათი არგუმენტით, სააგიტაციო მასალა შეიცავს ძალადობის პროპაგანდას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ.

ცესკო-მ საკითხზე გადაწყვეტილება 10-დღიან ვადაში უნდა მიიღოს.

“საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილია 2 საჩივარი, რომელიც ეხება 17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკვე დაიწყო მოკვლევა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება,” – აცხადებენ ცესკო-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები