ონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი, სერგო ხიდეშელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი, სერგო ხიდეშელი სოფელ ნაკიეთის, ნიგავზების და ჟამიერეთის მოსახლეობას შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სტიქიამ, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოები დღემდე ინტენსიურად გრძელდება, საგრძნობლად დააზარალა ონის მუნიციპალიტეტი და, განსაკუთრებით, ნაკიეთისა და ჟამიერეთის მოსახლეობა.
შეხვედრის დროს სერგო ხიდეშელი დაჰპირდა ნაკიეთისა და ჟამიერეთის მოსახლეობას, რომ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინებული მუშაობით, კლავ გააგრძელებს ზრუნვას მათი უკეთესი მომავლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები