ექიმი, რომელმაც გახარიას მტკიცებით ნარკოტესტი ჩაუტარა, ვენაში დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით მუშაობს

კლინიკაში, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ჩააბარა დასტურებენ, რომ ექიმი მუჰამედ ბაღეი საავადმყოფოში ნევროლოგის პოზიციაზე მუშაობს, სპეციალიზირდება დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით. კლინიკა RUDOLFINERHAUS-ის კლინიკის ხელმძღვანელობას ტელეკომპანია “POSTV”  დაუკავშირდა.

“POSTV”- ის ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა დოქტორ ბაღეის ნარკოტესტის ჩატარების კომპეტენცია, აღმოჩნდა, რომ კლინიკა ამ მიმართულებით ინფორმაციას არ ფლობს.

ასევე, RUDOLFINERHAUS-ის სამედიცინო დაწესებულების ოფიციალურ საიტზე ნარკოლოგიური შემოწმების სერვისზე ინფორმაცია არ იძებნება.

შეგახსენებთ, რომ პარტიის – „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ქ. ვენაში ჩაიტარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები