ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები ბათუმშიც გამოჩნდა

ბანერები, რომლებზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ბათუმშიც გამოჩნდა.

„ქართული ოცნების“ წევრი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მას არ უნახავს და არც იცის ვისი გაკეთებულია, თუმცა მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი არის სისხლიანი რეჟიმი და ყველამ უნდა იცოდეს რას წარმოადგენენ ისინი.

მანამდე ბანერები, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან გამოსახული თბილისში გამოჩნდა. ამ იდეის ერთ-ერთი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები