შოთა გულბანი – ვერ ანებებს თავს ნაცმოძრაობა და მისი ლიდერი ბიზნესის რეკეტს და დაწიოკებას. ან ვისოლი რა შუაშია, ან საწვავი?

 

ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში გიგი უგულავასა და ნიკა გვარამიას მიერ კომპანია “ვისოლის” მისამართით გამოთქმულ უარყოფით განცხადებებს ეხმაურება. შოთა გულბანის თქმით, “ნაცმოძრაობა” ჩვეული მეთოდებით ცდილობს ბიზნესის რეკეტს.

“როცა ჩვეულება რჯულზე
უმტკიცესია… ვერ ანებებს თავს ნაცმოძრაობა და მისი ლიდერი ბიზნესის რეკეტს და დაწიოკებას. ვინმე ამიხსნით ან ვისოლი რა შუაშია, ან საწვავი? ვერ ამიხსნის რა თქმა უნდა. ამ მოცემულობაში, როგორც შეუძლიათ ისე არეკეტებენ და აწიოკებენ ბიზნესს, ესენი რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ მერე რას უზამენ მათთვის არასასურველ ბიზნესს და ბიზნესმენებს???”,- წერს გულბანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები