ირაკლი კობახიძე: მოხარულები ვართ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა დადებითია

„მოხარულები ვართ, რომ ეს დასკვნა დადებითია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ასახავს იმ პრინციპულად დადებით გარემოს, რომელიც ამ არჩევნების წინ ჩვენს ქვეყანაშია. გარემო უპრეცედენტოდ მშვიდია“, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ის იმედოვებს, რომ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო შენარჩუნდება.

„პრინციპულად შეიცვალა საარჩევნო სისტემა, რაც გაზრდის ოპოზიციის წარმომადგენლობას ყველა, 64-ვე საკრებულოში – ეს ერთი. მეორე – შემოღებულია პერიმეტრის წესი, რაც იყო ერთ-ერთი პრინციპული საკითხი და 100-მეტრიანი რადიუსია დადგენილი ახლა საარჩევნო უბნების გარშემო, ეს არის მეორე პრინციპული საკითხი. მესამე – არსებითად გაიზარდა ოპოზიციის წარმომადგენლობა ყველა დონის საარჩევნო კომისიაში 3-დან 8 წევრამდე. მეოთხე – შემოღებულია გადათვლის უპრეცედენტო წესი, როდესაც საარჩევნო უბნების მინიმუმ 10 პროცენტი იქნება გადათვლილი. ამ მასშტაბის რეფორმა საქართველოში არასდროს არ განხორციელებულა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები