წინასაარჩევნო კამპანიისფარგლებში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ახალგაზრდებს შეხვდა

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ ახალგაზრდებს გააცნო ყველა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელდა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ბოლო 4 წელიწადში 2 523 კვმ ფართობზე აშენდა სპორტულიმოედნები, მოეწყო რეკრიაციული სივრცეები და სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა.

სიმბოლურია, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრა სწორედ ახლად აშენებულ სკვერში გაიმართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის აუცილებლობას, სწორედ ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი ახლებური ხედვით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და კრეატიული იდეებით არაერთი წარმატებული პროექტი შესთავაზოს მუნიციპალიტებს, ჩაერთონ მათ საქმიანობაში.

შეხვედრა ინტერაქციის რეჟიმში წარიმართა, არაერთი საინტერესო კითხვა დაისვა მაჟორიტარის მისამართით. ახალგაზრდები განსაკუთრებით განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით და უცხოეთში სწავლის დაფინანსების საკითხებით დაინტერესდნენ, რაზეც მაჟორიტარის მხრიდან ამომწურავი პასუხი მიიღეს.

ახალგაზრდები სამგორის რაიონში მეტი სპორტული მოედნების და ახალი რეკრიაციული სივრცეების მოწყობის ინიციატივით გამოვიდნენ.

შეხვედრას თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჟორჟოლიანიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები