გიორგი გახარიამ ნარკოტესტი იმ ავსტრიულ კლინიკაში ჩაიტარა, რომლის მთავარი ექიმიც თავის დროზე ამბობდა, რომ მას ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლასთან დაკავშირებით არასწორი ცნობის გაცემას აიძულებდნენ

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნარკოტესტზე ანალიზი იმ ავსტრიულ კლინიკაში ჩაიტარა, რომელსაც თავის დროზე მისივე მთავარი ექიმი ლოთარ ვიკე უჩიოდა და აცხადებდა, რომ მას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლასთან დაკავშირებით არასწორი ცნობის გაცემას აიძულებდნენ.

Rudolfinerhaus-ის კლინიკის შესახებ სტატია ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ 2005 წელს გამოქვეყნდა. ლოთარ ვიკეს განცხადებით, ის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ორმა დათვალიერებამ იუშჩენკოს ორგანიზმში მოწამვლის კვალი ვერ აღმოაჩინა. მე უშუალოდ ვმონაწილეობდი ამ პროცედურებში და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვენის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტმა იუშჩენკოს სისხლში მომწამლავი ნივთიერებების კვალი ვერ აღმოაჩინა. შესაბამისად, თუ არ არსებობს შხამი, ვერც მოწამვლა იარსებებს“, – აცხადებდა მაშინ ლოთარ ვიკე.

ამის შემდეგ ვიკეს საკუთარი პოზიციის შეცვლა სთხოვეს, თუმცა მან კატეგორიული უარით უპასუხა.

„საბოლოო დიაგნოზი იუშჩენკოს მესამე დათვალიერების შემდეგ გამოცხადდა, თუმცა ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მე პირველი ორი დათვალიერების შემდეგ გამათავისუფლეს თანამდებობიდან“, – აცხადებს Rudolfinerhaus-ის ყოფილი კლინიკური დირექტორი.

გიორგი გახარიას განცხადებით, Rudolfinerhaus-ის კლინიკის ჩაბარებული მისი ნარკოტესტის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები