ალუდა ღუდუშაური: სახალხო დამცველი იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე ომბუდსმენის აპარატის შეფასებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატად.

„მისი მოვალეობა უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპების დაცვა, ობიექტური რეალობის დანახვა და შეფასება, ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ მას არ შეიძლება, ეწოდოს “სახალხო დამცველი”, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველი. საქმე გვაქვს პირდაპირ ანომალიასთან, სამართლებრივ ნონსესთან, რამეთუ პირდაპირ, მტკიცებით ფორმატში საუბრობს სახალხო დამცველი იმ ფაქტებზე, რომელსაც ბუნებაში ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ ინციდენტს პირველ შეფასებას აძლევს ომბუდსმენის აპარატი. გამოძიების დასრულებამდე, სახალხო დამცველის მოადგილე პირდაპირ ამბობს, რომ ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდება მისთვის შემაშფოთებელია.

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი, ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები