როდის არის მოსალოდნელი ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ვაქცინაციის ტემპი მცირედით შენელებულია.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ახალი შტამები ჩნდება და კორონავრუსის მეხუთე ტალღის მოლოდინია, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება ვაქცინაციას, ტემპი დღემდე კარგი იყო. ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 610 000 აცრა. ადმინისტრირებადი ვაქცინებით პირველ ადგილზე არის „ფაიზერი“, შემდეგ მოდის „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“. სამწუხაროდ, ვაქცინაციის კუთხით დღეს გვაქვს კლება, რაც, პირდაპირ გეტყვით, რომ კარგი არ არის. ამ პანდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე, რაც სწრაფად ავცრით ადამიანების კრიტიკულ რაოდენობას, მით უფრო მალე შევაჩერებთ პანდემიას“, – განაცხადა მედიისთვის გამართულ ვებინარზე ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაცია ხელს შეუწყობს მორიგი ტალღის აფეთქებას ქვეყანაში.

“ახალი შტამები ნელ-ნელა ჩნდება. სულ ვაკვირდებით ამას. ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს ძირითადად ,,დელტა,, შტამი, თუმცა, გვაქვს “დელტა” პლუსის რამდენიმე შემთხვევა. რაც სწრაფად ავიცრებით, მით უფრო ნაკლები იქნება ალბათობა მე-5 ტალღის სიძლიერის. რაც მეტი აცრილი ადამიანი დახვდება მე-5 ტალღას, რომელიც შეიძლება ნოემბრის მეორე ნახევარში, დეკემბრში იყოს, მით უფრო იოლად და მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას და ის არ იქნება ისეთი დამანგრეველი, როგორიც იყო შავი აგვსიტო ან ნოემბერ-დეკემბერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები