“ჩემ შესახებ დღემდე გამოქვეყნებულ „მასალებში“ არის ყველაფერი ტყუილი და მოგონილი” – ნანა კაკაბაძე

“ბოლო დღეებში პარტიული ტელევიზიების მხრიდან ფარული ჩანაწერების კრებსების გამოქვეყნების გზით ხდება საზოგადოებაში დაბნეულობისა და არეულობის შეტანის მცდელობა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანა კაკაბაძე წერს და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.

“მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ავთენტურია თუ გამოგონილი ამა თუ იმ გამოქვეყნებულ მასალაში დაფიქსირებული დიალოგები. იმ პირთა შორის, ვისი სახელი და გვარიც ტრიალებს ამ ტელევიზიების მასალებში, ჩემი პიროვნებაც აღმოჩნდა.
მინდა, განვაცხადო, რომ ჩემ შესახებ დღემდე გამოქვეყნებულ  „მასალებში“ არის ყველაფერი ტყუილი და მოგონილი, მათ შორის, დღეს ტელეკომპანია „მთავარზე“ გამოქვეყნებული ვითომდა საუბარი ჩემსა და თეა წულუკიანს შორის. მართალია, თავისთავად მოსმენილი  „საუბრის“ ტექსტი არაფრისმთქმელია, თუმცა, რაში დასჭირდათ ამ ტექსტის შემქნელებს მისი შექმნა და ტირჟირება, ალბათ მომავალში გამოჩნდება.
მივმართავ პროკურატურას, რომ გამოძიების ფარგლებში სასწრაფოდ დაადგინოს გამოქვეყნებული ვითომდა ჩემი საუბრების ავთენტურობის საკითხი, რათა სამართლებრივ დონეზე დადასტურდეს ჩემს მიმართ გავრცელებული მტკნარი სიცრუეების გავრცელების მიზეზები და მიზნები”, – წერს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები