თბილისში ერთი პირი დაჭრეს

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ​დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები