ირაკლი კობახიძე: იქნება ეს გახარია-ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა, ამით, ალბათ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს
“იქნება ეს გახარია-ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა, ამით, ალბათ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და შესაბამისი ინფორმაცია უნდა იყოს მოძიებული”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სავარაუდო ფარული მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.
„რა თქმა უნდა, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოვლინდეს, ვის ხელს უკავშირდება რეალურად იმ ტყუილ-მართალის გამოტანა, რომელზეც საუბარია გასული დღეების განმავლობაში. იქნება ეს გახარია-ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა, ამით უნდა დაინტერესდეს, ალბათ, გამოძიება და უნდა იქნას შესაბამისი ინფორმაცია მოძიებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.