თეა წულუკიანი: უნდა დავიცვათ ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ

“არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა – პროფესიონალიზმითა და სისუფთავით ცნობილი ხალხი, ვისაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფარული აუდიოჩანაწერების თემაზე საუბრისას განაცხადა.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი, ეს არის ფაქტი, ამიტომაც, ის პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც არის წამოწყებული… მინდა, დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის – იყავით ფრთხილად, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა – პროფესიონალიზმითა და სისუფთავით ცნობილი ხალხი, ვისაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ. მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები