თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
„გუშინ შესაბამისმა სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, დაწყებულია გამოძიება, ვინ ავრცელებს, ვინ ინახავს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება. ასე რომ, ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება, იყოს. დაველოდოთ გამოძიებას. წინასწარ საუბარი ცოტა რთულია. ვინც უნდა იყოს, ამ ქმედებას შესაბამისი, მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენასა და თვალთვალს უკავშირდება.