საქსტატი: გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად, ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57,7 პროცენტი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აგრძელებს ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე „კოვიდ-19“-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევას, რომელიც ხორციელდება გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. გამოკვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე. დაგეგმილია გამოკვლევის რამდენიმე ტალღის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც მიიღება სხვადასხვა სახის ინფორმაცია „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობის შესახებ.
გამოპასუხების დონემ შეადგინა 87.1 პროცენტი, მათ შორის, ქალაქის ტიპის დასახლებებში – 87.6 პროცენტი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 86.6 პროცენტი.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას (უფასოდ ხელმისაწვდომი და მთავრობის მიერ აღიარებული, როგორც უსაფრთხო და ეფექტური) რესპონდენტების 28.8 პროცენტი გაიკეთებდა, 10.4 პროცენტის აზრით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რესპონდენტების 31.4 პროცენტისათვის – თითქმის გამორიცხულია, ხოლო 29.5 პროცენტს არ გადაუწყვეტია მისი გაკეთება
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად, ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57.7 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 60.7 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 53.4 პროცენტს შეადგენს.