მარინა ენდელაძე: იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანს ინფიცირებულთა კლება იქნებოდა

“დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა, იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანს ინფიცირებულთა კლება იქნებოდა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ხვალინდელი მონაცემები უფრო მოგვცემს იმედს და ზუსტ ინფორმაციას, რა სიტუაციაა. მეხუთე ტალღა დაიწყო თუ ეს იმ ტალღის გაგრძელებაა – ჯერჯერობით, ეს პასუხგაუცემელი კითხვაა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 515 ადამიანს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები