საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 60 პაციენტი ემსხვერპლა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 3 47-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 829 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.