საფრანგეთში 15 სექტემბრიდან არავაქცინირებულ მედიკოსებს სამსახურებიდან გაათავისუფლებენ

ფრანგ მედიკოსებს, რომლებიც 15 სექტემბრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებენ, სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ.

ამის შესახებ The Local-ი წერს.

ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე, მედიცინის მუშაკები ერთადერთი ჯგუფია, რომელთათვის აცრა სავალდებულოა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამსახურებიდან არავაქცინირებული მუშაკების გათავისუფლება დაუშვებელია 15 სექტემბრიდან მედიკოსები მაინც გათავისუფლდებიან.

ამჟამად, საფრანგეთში სამედიცინო პერსონალის 80% ვაქცინირებულია. დამსაქმებლებს, რომლებიც არ ამოწმებენ ვაქცინაციის შესახებ თანამშრომლის მოწმობებს, 135 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ, სამგზის გაფრთხილება მათ 3750 ევრო დაუჯდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები