„ქართული ოცნების“ მიერ რუსთავში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნინო ლაცაბიძე 53,5%-ით ლიდერობს
„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ნინო ლაცაბიძე 53,5%-ით ლიდერობს.
კითხვაზე – „ხვალ რომ რუსთავის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები ასე განაწილდა:
ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) 53,5%;
დავით კირკიტაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 36,8%;
ბექა ლილუაშვილი („საქართველოსთვის“) 3,6%;
თორნიკე არევაძე („პატრიოტთა ალიანსი“) 2,6%;
სხვა კანდიდატები 3,5.
კვლევის ფარგლებში, 1 405 ადამიანი გამოიკითხა. მისი ცდომილების მაქსიმალური ზღვარი 3%-ია.