საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 351 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 351 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.81%, ბოლო შვიდი დღის – 7.36%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 581 815 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 545 961 გამოჯანმრთელდა, 8 233 კი, გარდაიცვალა.

გუშინ, 12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 838 შემთხვევა გამოვლინდა, 5 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები