Sinopharm-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან კვლავ შესაძლებელია

Sinopharm-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან კვლავ შესაძლებელია. გარკვეული დროით, აღნიშნული ვაქცინის დეფიციტის გამო, პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეჩერებული იყო.

ცნობისთვის, გუშინ საქართველომ sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზა “წითელი ჯვრისგან” საჩუქრად მიიღო.

Sinopharm-ზე რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე booking.moh.gov.ge.

ამასთან, ამავე ვებ-გვერდზე ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ: Pfizer-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები