დღეიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

დღეიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, მუშაობას კვლავ სრული დატვირთვით განაახლებს როგორც მეტროპოლიტენი, ასევე, ავტობუსები და მიკროავტობუსებიც, – ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ტრანსპორტში მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოდან, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო იყო შეჩერებული.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ყველა სხვა მოქმედი შეზღუდვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები