კახა კალაძე: გორგასლის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყება მომავალ წელს იგეგმება

დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია გორგასლის ქუჩის რეაბილიტაციის გრძელვადიან მასშტაბურ პროექტს მომავალი წლიდან დაიწყებს.

„რამდენიმე დღის წინ მქონდა ურბანული პოლიტიკის პრეზენტაცია, სადაც დეტალურად წარვუდგინეთ საზოგადოებას ყველა ის ქუჩა და გამზირი, რომლის რეაბილიტაციაც უნდა განხორციელდეს. გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მათ შორისაა და ის დაახლოებით 150 მლნ ლარი დაჯდება. ამ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ, რომ საავტომობილო გზა ჩავიტანოთ მიწის ქვემოთ, ხოლო ზედა ნაწილი, სადაც დღეს ავტომობილები გადაადგილდებიან, გავხადოთ საფეხმავლო და დაახლოებით 10 ჰექტრამდე მწვანე სივრცე გავაჩინოთ ძველ თბილისში. ეს არის რამდენიმეწლიანი პროექტი და დარწმუნებული ვარ, ის იქნება ახალი სიცოცხლე ჩვენი ქალაქისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება ტექნიკური თვალსაზრისით და შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები