ხობის მუნიციპალიტეტში ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელი ახალი ხიბულა, სადაც ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურებულია მოსავალი და სახნავ-სათესი სავარგულები.

ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. როგორც მერიის წარმომადგენელი აცხადებს, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და დაზარალებულ მოსახლეობას გაეწევა შესაბამისი დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები