ვატო შაქარიშვილი: დევნილი მოსახლეობა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უნდა უზრუნველვყოთ

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი ვაჟა-ფშაველას 42 ნომერში, მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

2018 წელს აღნიშნულ მისამართზე, შაქარიშვილის შუამდგომლობით გაუმჯობესდა ეზოს ინფრასტრუქტურა. მოეწყო სკვერი და სათამაშო სტადიონი.

დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, დევნილი მოსახლეობა, რომელთა ოჯახის წევრებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირნენ, დღეს უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.

“სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფომ ისინი ღირსეული საცხოვრისითაც კი ვერ უზრუნველყო,”- აცხადებს შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა ის გზები და გეგმები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილზე ინვესტორის მოძიებას.

“ჩვენ ვისაუბრეთ ინვესტიციების მოძიების საკითხზე, რის შედეგადაც მოხდება სამშენებლო განვითარება, რა თქმა უნდა, ურბანული და არქიტექტურული რეგულაციების დაცვით. დევნილ მოსახლეობას შევთავაზებთ უფრო ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები