დავით ზალკალიანი: საქართველო დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით, რათა 9/11-ის მსგავსი ბოროტი ტერაქტები არასოდეს განმეორდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან მე-20 წლისთავს ეხმაურება.
„20 წლის წინ, 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალდა ათასობით ადამიანი. ვუერთდებით ამერიკელ ხალხს მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მიგებაში და ხაზს ვუსვამთ სამაშველო სამსახურების მუშაობას. საქართველო დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით, რათა უზრუნველვყოთ, რომ მსგავსი ბოროტი ტერაქტები არასოდეს განმეორდება“, – წერს ზალკალიანი Facebook-ზე.