გიორგი გახარია ნარკოტესტის გაკეთებაზე – ამისთვის არ მცალია

ექსპრემიერი გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩატარებას არ აპირებს, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარტია ,,საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ყოფილ თანაგუნდელსა და კონკურენტს, კახა კალაძეს მოუწოდებს, ქილებით სირბილის ნაცვლად პირდაპირ დებატებში დაუჯდეს და ქალაქისა თუ ქვეყნის განვითარების თემაზე ეპაექროს.

„ზოგიერთებმა, სამწუხაროდ, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით ბანკებით დაიწყეს სირბილი. მე ამისთვის ახლა არ მცალია. ამ ბანკებით სირბილს ჯობია, პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, განვითარებაზე, ერთი რამ იცოდეთ, ამ ქალაქში ვინც დავიბადეთ, ყველამ ვიცით, რომ არაფერი იმალება“, – აცხადებს გიორგი გახარია.

ცნობისთის, თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი წარმატებით გაიარა. კახა კალაძე ანალოგიური ქმედებისკენ კონკურენტებსაც მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები