მარინა კალიურანდი: ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში მუნიციპალურ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გააგზავნოს
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის.
ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა “ტვიტერზე” გააკეთა.
“შესანიშნავი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, გააგზავნოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად”,- წერს კალიურანდი “ტვიტერზე”.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.