ედიშერ გვენეტაძე: პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს ქვეყანაში სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაჯანსაღებასა და სრულყოფაზე, ასეთ ძალიან ცუდ ფაქტებს არ უნდა უშვებდეს

,,ეს ფაქტი, უპირველეს ყოვლისა, ცუდია თავად ამ პარტიისათვის და უპატივცემულობის გამოვლენა ამომრჩევლისადმი! Რაც უეჭველად აისახება 2 ოქტომბრის ელექტორატის მიერ!”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე პარტია ,,საქართველოსთვის” წყალტუბოს დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირის დაყენებას.

,,პარტია, რომელიც მისი ახლადშობილი ლიდერების სიტყვებით ცდილობს, ჩამოყალიბდეს ძლიერ ოპოზიციურ ძალად და, რომელსაც იმავე ლიდერების მტკიცებით, პრეტენზია აქვს ქვეყანაში სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაჯანსაღებასა და სრულყოფაზე, ასეთ ძალიან ცუდ ფაქტებს არ უნდა უშვებდეს! მაჟორიტარი Დდეპუტატობის კანდიდატი და ვფიქრობ, პარტიის ყველა წევრი უნდა იყოს ყოველგვარი კრიმინალისაგან სუფთა! ეს ფაქტი, უპირველეს ყოვლისა, ცუდია თავად ამ პარტიისათვის და უპატივცემულობის გამოვლენა ამომრჩევლისადმი!
Რაც უეჭველად აისახება 2 ოქტომბრის ელექტორატის მიერ!”, – წერს გვენეტაძე facebook -ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები