თამთა მეგრელიშვილი: გახარიამ წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირი დააყენა, ამის მეტი ვერავინ ნახე?!

ექსპერტი, თამთა მეგრელიშვილი პარტია ,,საქართველოსთვის’’, ინტერპოლის მიერ ძებნილი, წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის, ნოდარ ჩირგაძის წარდგენის ფაქტს ეხმიანება.

„გახარიამ წყალტუბოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირი დააყენა.
ამის მეტი ვერავინ ნახე?!
ასეა, ხალხისა და სახელისუფლო გუნდის ნდობას რომ ვერ შეიღირსებ, პოლიტიკურ გზააბნეულ დევნილად იქცევი!
ტიპმა დაიჯერე, ამხელა რეიტინგი მხოლოდ ჩემიაო და აჰა, რჩები მარტო საკუთარ აჩრდილთან.
ერთი კარით შემოდიან და მეორე კარით გადიან პარტიიდან…
იმ გიორგი გახარიას მერე ეს გიორგი გახარია მართლა ადამიანურად მენანება, მეცოდება”, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები